უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების რაოდენობა რვამდე გაიზარდა, – აღნიშნულის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, მათგან ერთი შედარებით მძიმედ. დანარჩენი მეტ-ნაკლებად მსუბუქად. საავადმყოფოში იყვნენ ყველა და გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
“ზუსტად ვერ გეტყვით, როდის მოხდება უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამშობლოში გადმოსვენება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როდის მოხერხდება ცოტა უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა ცხედრების. შესაბამისად იმის მიხედვით დალაგდება დანარჩენი მარშრუტი. ამიტომ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. რამდენადაც ვიცით, მათი თანამებრძოლები ცდილობენ გამოყვანას, სადაც უკვე ჩაერთვება შესაბამისი სამსახური და წამოიყვანს საქართველოსკენ. ვიდრე არ იქნება გამოყვანილი ცხედრები უსაფრთხო ადგილზე, დროს და მარშრუტს ვერ გეტყვით.
დაჭრილები, რამდენადაც ვიცით, არის საერთო ჯამში რვა. მათგან ერთი შედარებით მძიმედ. დანარჩენი მეტ-ნაკლებად მსუბუქად. საავადმყოფოში იყვნენ ყველა და გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. საუბარია იმაზე, სად მოხდეს მათი გადაყვანა ან დარჩენა. შესაბამისად, ეს პროცესი მიმდინარეობს და ვერაფერს გეტყვით, სად და როგორ განხორციელდება ან მათი გადაყვანა, ან ცხედრების გამოყვანა ისეთ ადგილას, საიდანაც მოხერხდებოდა მათი გადმოსვენების პროცესის დაწყება”, – აცხადებს ზაქარაშვილი.