ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

11 აპრილს, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცემა

საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი 11 აპრილს გადაეცემა, – აღნიშნულის შესახებ სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ინფორმაციას Twitter-ზე ავრცელებს.

“პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა კითხვარი უკრაინას გუშინ გადასცა, მე კი ორშაბათს გადავცემ საქართველოსა და მოლდოვას.

პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, რომ მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ, როგორც ამას ითხოვს ევროკავშირის საბჭო”, – წერს ოლივერ ვარჰეი.

იტვირთბა....