მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

კალაძე: დეზინფორმაცია, ტყუილი, ცილისწამება – ამ სიტყვების სინონიმად, სამწუხაროდ, დაარსების დღიდან იქცა “მთავარი არხი” და გვარამია

[su_quote]დეზინფორმაცია, ტყუილი, ცილისწამება-ამ სიტყვების სინონიმად, სამწუხაროდ, დაარსების დღიდან იქცა „მთავარი არხი“ და მისი სულისჩამდგმელი ნიკა გვარამია. დასწამე ცილი, შეთხზე ამბად და სიუჟეტად-ტყუილის იარაღად გამოყენება და ამ ეთერიდან ათასგვარი სიბინძურის მოსმენა დღეს აღარავის უკვირს.. მორიგი ასეთი “შედევრი” ვიხილეთ გუშინ ნიკა გვარამიას გადაცემაში, რომელმაც, არც მეტი, არც ნაკლები, ე.წ. ქოლ-ცენტრების თაღლითური სქემის 4 მთავარი “კრიშა” გაშიფრა.
ფანტაზიის რეალობად ქცევისთვის ანონიმი რესპონდენტი შეარჩია და მაყურებელს ამცნო, რომ ერთ-ერთი კიბერთაღლითური ოფისი, რომელიც ვითომდა კალაძეს ეკუთვნის, ისევ განაგრძობს მუშაობას.
აი ასე, მთავარი არხის პროკურორ ნიკა გვარამიას (ავტორი ფილმისა „ნოემბრიდან ნოემბრამდე“), რომლის დროსაც პროკურატურა ადამიანებს ბრალს ისე სდებდა, მტკიცებულებები საერთოდ არ სჭირდებოდა, არც ტელეეთერით დასჭირვებია მტკიცებულებები მორიგი „სკანდალის“ ასაგორებლად.
მოდი, ვნახოთ „სკანდალური“ ინტერვიუს დასაწყისი:
გვარამია: ლილუაშვილი, მამაცაშვილი, კალაძე, ფარცხალაძე-ეს არის 4 მთავარი „კრიშა“ ამ სფეროში?
ანონიმი რესპონდენტი: დიახ!
გვარამია: და ბიძინა ივანიშვილი ყველასთან საქმის კურსშია და ანაწილებს ამ ყველაფერს.
ანონიმი: დიახ!
ამის შემდეგ გადაცემაში მიდის გარჩევა, ვის რას უტოვებენ კიბეროფისებიდან, ვის რა წილი აქვს და ასე შემდეგ…
როგორც ჩანს, ანონიმი რესპონდენტი, იმდენად ღრმად და საფუძვლიანად ფლობს ინფორმაციებს, წილების გარდა ისიც ზუსტად იცის, ვის რა დროს და რა საკითხებზე ესაუბრება ბიძინა ივანიშვილი.
შინაარსს უკვე გავეცანით, რაც შეეხება ფორმას, ინტერვიუ ჩაბნელებულ ფონზე ემოციის გასამძაფრებლად იყო საჭირო თუ ეს ერთგვარი მინიშნებაა შავ კატაზე, რომელსაც ეძებ ბნელ ოთახში, სადაც ის საერთოდ არ არის, ძნელი სათქმელია.
როდესაც ტყუილები სტატისტიკად იქცევა, იქ ლოგიკა ზედმეტია.
საინტრესოა კიდევ რა მხატვრულ ხერხს გამოიყენებს გვარამია საკუთარი სტატისტიკის შესაფუთად[su_quote]

წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე.

იტვირთბა....