ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეკანოიძე: მე ვაპირებ, მეორედ წავიდე უკრაინაში და მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, რომ ყველამ ერთად უნდა ვნახოთ, რა სჩადის რუსეთი

[su_quote]მიუხედავად იმისა, თუ რას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლება, როგორ უღირსად იქცევიან საქართველოს ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ასევე მიუხედავად იმისია, რომ მე ნამდვილად ვფიქრობდი, საქართველოს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ ჩავიდოდა არც ბუჩაში, არც გოსტომელში, ჩვენი, თითოეული ადამიანის, მოქალაქის ვალია, რომ საქართველო და უკრაინა ერთმანეთს არ დაშორდნენ. შესაბამისად, ეს არის უღირსი საქციელი, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები ვისაც გული ეგლიჯება უკრაინაში მშვიდობიანი მოქლაქეების ასეთ ტრაგედიაზე. ამიტომ, მე ვაპირებ მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, მათ შორის, ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ უკრაინის და საქართველოს ერთმანეთთან დაშორება საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატია, თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიდის უკრაინაში მაშინ საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, ვინც უნდა ჩავიდნენ უკრაინაში, ბუჩაში, შეხვდნენ ჩვენს მეგობრებს და საკუთარი თვალით ნახონ, ვინ არის რუსეთი, არამხოლოდ პუტინი, არამედ რუსეთი და ზოგადად, როგორია უკრაინელების ტრაგედია და ბრძოლა თავისუფლებისთვის. ამიტომ, დიახ, მე ვაპირებ, მეორედ წავიდე უკრაინაში და მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, რომ ყველამ ერთად უნდა ვნახოთ, რა სჩადის რუსეთი, როგორი სამხედრო დანაშაულების ადგილი გახდა არამხოლოდ ბუჩა, გოსტომელი და კრამატორსკი, არამედ მთელი უკრაინა[/su_quote]

განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისასა.

იტვირთბა....