[su_quote]როდესაც საზღვრის გადაკვეთას ვეხებით, ვიღაც არაჭკუათმყოფელს უთქვამს, სააკაშვილი საქართველოში იმიტომ ჩამოვიდა, რომ განერიდა ომს უკრაინაშიო. მე ბევრი რამე გამოვიცანი ზუსტად, მაგრამ ამ ომის თარიღების გამოცნობა და ზუსტი წინასწარმეტყველება რომ შემძლებოდა, ახლა ვიქნებოდი ფრონტის წინა ხაზზე და არანაირად არ ვიქნებოდი იქ, სადაც ვარ – ამ შუშის უკან. განრიდება რომ მდომებოდა, ამერიკაშიც შემეძლო განრიდება, ჰოლანდიაშიც და ბევრ სხვა ადგილას[/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის დროს განაცხადა.