ახალი ამბები მედია მთავარი

TV 25-დან გათავისუფლებულმა ჟურნალისტებმა ტელეკომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

TV 25-დან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ტელეკომპანიის დირექციის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. გათავისუფლებული თანამშრომლები ტელეკომპანიის მფლობელს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებენ.

“ჩვენი გათავისუფლლების საფუძველი მოგვეჩვენა, რომ იყო დაუსაბუთებელი. ფაქტი, რაც უძღოდა წინ, არ იძლეოდა ამ გადაწყვეტელბის მიღების საფუძველს,“ – განაცხადა 25-ე არხის საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა მაია მერკვილაძემ.

ადვოკატი, გიორგი ხიმშიაშვილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა შრომითი კოდექსის უხეში დარღვევით.

TV 25-დან გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღდგენას და მიღებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მათ ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი იცავს.

 

 

იტვირთბა....