უკრაინის ომი ციტატა

“წერდნენ, საწყობში გადაიღო ფოტოო, არადა, პროზექტურაში ვიყავი” – ირაკლი ოქრუაშვილი

[su_quote]როდესაც ვკითხულობ კომენტარებს, რომ სად არის მტკიცებულებები, რომ ბავშვები გაუპატიურებულები არიან, სად არის მტკიცებულებები, რომ რუსებმა დაბომბეს და დახოცეს უკრაინაში ადამიანები- რამდენად დეგრადირდა, ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მე იმაზე უფრო ვდარდობ, ვიდრე უკრაინაში ომი როგორ დასრულდება, რადგან აქ ომი გამარჯვებით რომ დასრულდება, ეს ასე თუ ისე, ვიცით. ძალიან ძნელია ამ ადამიანებს აუხსნა, რომ აქ არამარტო შიმშილი მოგიწევს ომში როდესაც ხარ, სიცივეში, ტალახში ძილი მოგიწევს, არამედ, შენი აზროვნება, ფსიქიკა და ემოციური მდგომარეობა, იმდენად მძიმე ხდება, რომ ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ასეთ კითხვებს რომ ისმენ ადამიანი, არ ვიცი რა, სიტყვებით ვერ გადმოვცემ… 
აქ მებრძოლია სანდრო ქართველიშვილი, ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი, ერთი ფეხი ომში დაკარგა და დღემდე სნაიპერად ბრძოლას აგრძელებს, იმასთან ერთად მაქვს სურათი გადაღებული და უკან იდგა მაცივარი მანქანა და ვიღაც წერს, რომ, რა არის, საწყობში იღებენ ფოტოებსო? არადა, პროზექტურაში ვიყავი და ცხედრების მაცივარი იყო [/su_quote]
ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა tv პირველის ეთერში განაცხადა.
იტვირთბა....