ახალი ამბები პოლიტიკა

“ჰაერიდან იყო ის განცხადება, რომელიც მოვისმინეთ” – კობახიძე უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე

ჰაერიდან იყო ის განცხადება, რომელიც მოვისმინეთ”, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადება გადაცემაში  “იმედი LIVE”.

მისივე თქმით, აღნიშნული განცხადება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

“ეს იყო აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, რომელიც შეიძლება იყო გათვლილი აქაურ რადიკალურ ოპოზიციასთან კორდინაციისთვის და გათვლილი იყო მარტივ რამეზე, რომ შეიძლება რაღაც მინი აფეთქება მოჰყოლოდა ამ განცხადებას საზოგადოებაში. თუმცა საზოგადოება ხედავს ყველაფერს და აფასებს, რა ხდება სინამდვილეში. სინამდვილეში არაფერი ხდება. ჩვეულებრივად კონტროლირდება ყველა ტვირთი, რაც გადის და შემოდის ქვეყანაში. ის, რომ ამდენი დღის განმავლობაში ჩვენ ვერ მივიღეთ ვერანაირი ინფორმაცია უკრაინული მხრიდან, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ის არაფერს არ ეფუძნებოდა და თავიდან ბოლომდე იყო ე.წ. ფეიკი და ფეიკის დიდოსტატები ვინ არიან, კარგად ვიცით – ესენი არიან ოპოზიციონერები, რომლებიც იქ სამწუხაროდ დღესაც ხელისუფლებაში არიან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, “საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქცირებული კონტრაბანდის შეტანაზე შეუთანხმდა“.

აღნიშნულს საქართველოს ფინანასთა სამინისტრომ ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება უწოდა.

იტვირთბა....