“არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი ქვეყანა რუსულ ნავთობსა და გაზზე იყოს დამოკიდებული”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თამით, დიდი ბრიტანეთი 8 ახალი ბირთვული რეაქტორის აშენებას გეგმავს.
“ბრიტანეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია გეგმა, მივიღოთ 8 ახალი ბირთვული რეაქტორი, რაც წელიწადში ერთის ექვივალენტია და მილიონობით სახლს აწვდის სუფთა, უსაფრთხო და საიმედო ბირთვულ ენერგიას”, – წერს ჯონსონი “ტვიტერის” გვერდზე.