ახალი ამბები უკრაინის ომი

პესკოვი: გვაქვს ჯარის მნიშვნელოვანი დანაკარგი, ეს უდიდესი ტრაგედიაა

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა.

“დიახ, ჩვენ გვაქვს ჯარების მნიშვნელოვანი დანაკარგები, ეს უდიდესი ტრაგედიაა”, – აღნიშნა პესკოვმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება უკრაინის ორი რეგიონიდან რუსული ძალების გასვლას, ეს კეთილგანწყობის ჟესტია.

“კიევიდან და ჩერნიგოვიდან უკან დახევა მოლაპარაკებების დროს, კეთილგანწყობის ჟესტია და იმის ჩვენება, რომ რუსეთი მზადაა მოლაპარაკებების განახლებისთვის მისაღები პირობები შექმნას”, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, 2014 წლის შემდეგ უკრაინა “ანტირუსული” გახდა და “ყველაფერი, რაც უკრაინაში მოხდა, რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული“.

 

იტვირთბა....