ახალი ამბები უკრაინის ომი

ლავროვი: სტამბოლში გაჟღერებული პოზიციებიდან გადახვევა იკვეთება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინამ მოლაპარაკებების ახალ პროექტში მნიშვნელოვანი დებულებებიდან გადაუხვია.

მისი თქმით, შეუსაბამობა აჭიანურებს და ძირს უთხრის მოლაპარაკებებს.

ლავროვის თქმით, უკრაინამ შეცვალა წვრთნების ჩატარების დებულება და აღარ ახსენებს, რომ ამისთვის რუსეთის ხელისუფლების თანხმობაა აუცილებელი. მისი თქმით, სტამბოლის დოკუმენტში ცალსახად წერია, რომ “ნეიტრალური, არაბლოკური, არაბირთვული სტატუსის ფარგლებში, ნებისმიერი სამხედრო წვრთნები უცხოური კონტიგენტის მონაწილეობით ტარდება მხოლოდ გარანტორი სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის თანხმობით”.

“ასეთი შეუსაბამობა კიდევ ერთხელ ადასტურებს კიევის რეალურ ზრახვებს, რითაც აჭიანურებს და ძირს უთხრის მოლაპარაკებებს. კიევი კონტროლდება ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მიერ, რომლებიც უბიძგებენ პრეზიდენტ ზელენსკის, გააგრძელოს საბრძოლო მოქმედებები. მიუხედავად ყველა პროვოკაციისა, რუსეთის დელეგაცია გააგრძელებს მოლაპარაკების პროცესს და წინ წამოწევს ჩვენი შეთანხმების პროექტს, რომელშიც მკაფიოდ და სრულად არის ჩამოყალიბებული ყველა ჩვენი თავდაპირველი, ძირითადი პოზიცია და მოთხოვნა“,განაცხადა ლავროვმა.

 

იტვირთბა....