“NATO პირდაპირ არ ჩაერთვება ომში, არ გააგზავნის ჯარებს, მაგრამ სხვადასხვა გზით მხარს დაუჭერს უკრაინას”, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას უზრუნველყოფენ მხარდაჭერით.
“ამავდროულად, NATO-ს ძირითადი პასუხისმგებლობა არის წევრების დაცვა და ამ კონფლიქტის ფართომასშტაბიან ომში ესკალაციის თავიდან არიდება. ამიტომ ჩვენ ფოკუსირებული ვართ ესკალაციის რისკის მართვაზე”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.