ახალი ამბები უკრაინის ომი

კულება: ჩემი აზრით, ლავროვის კომენტარები ემსახურება მოლაპარაკებების გაწყვეტას და დაზიანებას

“ბატონ ლავროვს მე ვიცნობ და ოპტიმისტურად ნამდვილად არ ვარ განწყობილი. ჩემი აზრით, მისი კომენტარები ემსახურება მოლაპარაკებების გაწყვეტას და დაზიანებას ნამდვილად”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ლავროვისგან განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს.

“მე ერთხელ შევხვდი მას უკვე ანტალიაში. ამ ეტაპზე მისგან, ასე რომ ვთქვათ, განსაკუთრებული მოლოდინები არ მაქვს. მინისტრი ლავროვი გახლავთ პრეზიდენტ პუტინის სისტემის ნაწილი და ის ამართლებს მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვას, იმ ძალადობრივ ქმედებებს, რაც განხორციელდა ბუჩაში და უკრაინის სხვადასხვა სოფელში. ის ძალიან ბევრ კადრს ფეიკს უწოდებს, ეს ნამდვილად არ არის სწორი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ უკრაინაში მშვიდობამ დაისადგუროს, თუ ამას მივაღწევთ, მაშინ მე შეხვედრაზე და საუბარზე თანახმა ვარ“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

იტვირთბა....