მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ქალაქის ბლოკადის პერიოდში 5 000 ადამიანი დაიღუპა, მათგან 210 – ბავშვი.
ბოიჩენკო აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ წინასწარი მონაცემებია და მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა, გაცილებით დიდი იყოს.
“რუსმა ტერორისტულმა დანაყოფებმა რამდენიმე ბომბი ესროლეს ბავშვთა სამკურნალო დაწესებულებას. შედეგად, ქალაქის №1 საავადმყოფოს ერთ-ერთ კორპუსში 50-მდე ადამიანი ცოცხლად დაიწვა. დაიბომბა მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობაც, რომელსაც 900-ზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს. ეს, მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული განადგურების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. მხოლოდ წინასწარი მონაცემებით, მარიუპოლში ბლოკადის ერთი თვის განმავლობაში 5 000 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 210 ბავშვია”, – აცხადებს ქალაქის მერი.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.