აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნეთანიაჰუსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო წარმატებები, შეიძლება, შეთანხმების საფუძველი გახდეს, რომლითაც ომის მიზნებს მიაღწევენ.

ნებისმიერ ვითარებაში ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს დავიცავთ – ამბობს ნეთანიაჰუ. 

“დღეს, ჩვენს მეგობარს, პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე. პრეზიდენტ ტრამპს მიაჩნია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების უზარმაზარი მიღწევების გამოყენების შესაძლებლობა არსებობს, რათა ომის მიზნების მიღწევა შეთანხმების გზით მოხდეს – შეთანხმების, რომელიც ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს დაიცავს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისივე განცხადებით, ისრაელი „ყველა გარემოებაში დაიცავს თავის სასიცოცხლო ინტერესებს“. ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი „ირანსა და ლიბანში დარტყმებს განაგრძობს“.

იტვირთბა....