აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“კოლუმბიაში ავიაკატასტროფის შედეგად, სულ მცირე, 66 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა” – Reuters

კოლუმბიაში ავიაკატასტროფის შედეგად, სულ მცირე, 66 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კოლუმბიის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ჰუგო ალეხანდრო ლოპესის ცნობით, ქვეყნის სამხრეთში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 128 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 115 სამხედრო მოსამსახურე.

ასევე, მისი თქმით, 4 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება, ხოლო ათობით დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, Hercules C-130-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა კოლუმბიის სამხრეთში, პერუს საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ პუერტო-ლეგისამოში აფრენისას განიცადა.

ერთ-ერთმა მეხანძრემ ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ჩამოვარდნის შედეგად თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა და ბორტზე არსებული გარკვეული სახის ასაფეთქებელი მოწყობილობები აფეთქდა.

ავიაკატასტროფის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

იტვირთბა....