[su_quote]მთელი ეს პერიოდი, უკრაინა ემზადება გამარჯვებისთვის და ჩვენ გვამზადებენ კაპიტულაციისთვის, ჩვენ გვამზადებენ ჩაბარებისთვის, ლოზუნგით – “აბა, ომი ხომ არ გინდათ”. მე მინდა ვუთხრა მათ, ვინც “ჭამს” ამ ლოზუნგს. მეგობრებო, ომი და უბედურება მაშინვე დაიწყება, როგორც კი ჩაგვაბარებენ რუსეთს. 2008 წელს მე თბილისი გადავარჩინე ამ ტრაგედიას, რადგან მთელი მსოფლიო დაგვიდგა გვერდით. თუ საქართველოს ჩააბარებენ, რუსები, რომლებიც შემოვლენ აქ, თბილისში, მათ ჩვენ ვეზიზღებით და მაშინ დაერევიან მოსახლეობას, მაშინ დახოცავენ ხალხს, მაშინ დაეპატრონებიან ჩვენს ქონებას, მაშინ გაანადგურებენ ქართველ ერს. ის, ვინც დღეს კაპიტულაციაზე ლაპარაკობს, ვინც დღეს ჩაბარებაზე ლაპარაკობს, ის ხალხია, რომლებიც გვამზადებენ ძალიან დიდი სისხლის აბაზანებისთვის[/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის სასამართლო სასამართლოში, ე.წ. “პიჯაკების საქმის” განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.