ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

კლიჩკო ბუჩაზე: არ ვაპატიებთ იმას, რაც ჩვენს ქალაქებსა და მოსახლეობას გაუკეთეს

[su_quote]რასაც ახლა ირპენსა და ბუჩაში ვხედავთ, ეს საშინელებათა სცენებია. სამწუხაროდ, ისინი ფილმებიდან არ არის. ეს არის საშინელი რეალობა, როდესაც მშვიდობიან მოქალაქეებს, ზურგზე შეკრული ხელებით ვხედავთ. არ მესმის არცერთი ადამიანის, ვისაც შეეძლო ამის გაკეთება. დარწმუნებული ვარ, იგივე სცენები მრავალია უკრაინის სხვა ქალაქებშიც. აგრესორმა, ათასობით უკრაინელის მკვლელობისთვის მძიმე ფასი უნდა გადაიხადოს. ჩვენ არ ვაპატიებთ იმას, რაც ჩვენს ქალაქებსა და მოსახლეობას გაუკეთეს.[/su_quote]

 

აღნიშნულის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

როგორც ცნობილია, დღეს ძმები კლიჩკოები ბუჩაში ჩავიდნენ და იქ არსებულ ვითარებას გაეცნენ.

ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ ბუჩაში, რომელიც რუს ოკუპანტებს ჰქონდათ ოკუპირებული შემზარავი ფაქტები დაფიქსირდა, როგორიცაა: ადამიანების დახვრეტა, წამება და არაადამიანური მოპყრობა.

საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევს, რომ რუსეთმა ბუჩაში ომის დანაშაულები ჩაიდინა, რომელზეც პასუხი უნდა აგოს.

იტვირთბა....