ახალი ამბები პოლიტიკა უკრაინის ომი

კახიანი რუსულ კონტრაბანდაზე: სიმართლეს არ შეესაბამება და საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია

[su_quote]რბილად, რომ ვთქვათ სიმართლესთან ამას არანაირი შემხებლობა და კავშირი არ აქვს. სხვანაირადაც ვიტყოდი, რომ ეს შეურაცხმყოფელიც კი არის ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც ასეთი კითხვები შეიძლება, ვინმეს გაუჩნდეს.

რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება. პირიქით, კითხვები ჩნდება, რატომ შეიძლება, ზოგადად ასეთი მოსაზრება გაჩნდეს და ხომ არ უკავშირდება ეს ისევ იმ ჰიბრიდულ ომს, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებს. კითხვები ჩნდება იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს ინფორმაცია მოდის სწორედ იმ სამსახურიდან, რომლის ხელმძღვანელის მოადგილედ სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნა გია ლორთქიფანიძე.

ლოგიკა უფრო ამას გვკარნახობს. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი, სიმართლესთან ამას არანაირი შემხებლობა არ აქვს და ასეთი კითხვების გაჩენა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში შეურაცხმყოფელიცაა. ეს სრული აბსურდია. საუბარი იმაზე, რაც არ არსებობს ბუნებაში, სხვა კითხვებს აჩენს. საზოგადოება ძალიან სწორად აფასებს ყველაფერს, რაც ხდება. საზოგადოება სწორ დასკვნებს აკეთებს, ამიტომ მანიპულირება საზოგადოებით სრულიად შეუსაბამო და არარელევანტურია.[/su_quote]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას პასუხობს.

ცნობისთვის, უკრაინულმა დაზვერვამ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქცირებული კონტრაბანდის შეტანაზე შეუთანხმდა.

იტვირთბა....