ახალი ამბები სამართალი

ლექსო ლაშქარავას საქმეზე ბრალდებულებს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ

ლექსო ლაშქარავას საქმეზე ბრალდებულებს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ, – აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ელიეშვილმა რამდენიმე ხნის წინ გამოაცხადა.

ელიეშვილის გადაწყვეტილებით, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს 5- წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

აღნიშნული ეპიზოდი “ტვ პირველის” ოპერატორს, ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას, ასევე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორის ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება.

  • აკაკი ნაკაშიძე – 5 წელი;
  • თორნიკე დავლაშერიძე – 5 წელი;
  • ცოტნე ჩიხლაძე – 5 წელი;
  • დავით კუტალაძე – 5 წელი;
  • გია გიგუაშვილი – 5 წელი;
  • ოთარ გელაშვილი – 5 წელი;

შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს სასტიკად სცემეს. 11 ივლისს ის თავისივე საწოლში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....