[su_quote]სამწუხაროდ, უმძიმესი ზიანი მიადგა ჩვენს მეგობარ ქვეყანას, ჩვენს მეგობარ ხალხს, უკრაინას. ძალიან რთულია ის მდგომარეობა, რომელშიც არის ეს სახელმწიფო დღეს. თქვენ იცით, რომ ყველა თვალსაზრისით ზიანი არის ძალიან მძიმე, იქნება ეს ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული თუ სამხედრო. და თქვენ იცით, რომ უკრაინას, მის ხელისუფლებას უკვე მოუწია უარის თქმა ნატოზე, რაც იყო მისი მხრიდან სასტარტო შეთავაზება რუსეთის მიმართ. უკრაინამ რუსეთს შესთავაზა სასტარტო პირობები გარიგებისთვის და მისგან არ მიუღია პასუხი. უკრაინა იყო NATO-ზე უარის და ნეიტრალური სტატუსის ინიციატორი. მადლობა ღმერთს, ჩვენ არ ვართ დღეს ამ მდგომარეობაში, შესაბამისად, ჩვენთვის საერთოდ არ არის რელევანტური ამ თემაზე მსჯელობა და იმედია, არც მომავალში გახდება. ჩვენ გვაქვს მკაფიო ორიენტირები ჩვენს პოლიტიკაში და ამოცანები. პირველი რიგის ამოცანაა, ქვეყანას თავიდან აარიდოს ომი[/su_quote]
განაცხადა ბრიფინგზე “ართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.