[su_quote]ბუჩა, და კიდევ ვინ უწყის რა დახვდება უკრაინას სხვა გათავისუფლებულ სოფლებსა და ქალაქებში, ახალი ნიუნბერგია. სრულად ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს კაცობრიობის პასუხი ვლადიმერ პუტინისა და რუსეთისთვის.
როგორ ახერხებთ, ვინც ასე იქცევა, ამ თემაზე მაგრამებით წეროთ და ილაპარაკოთ, როგორ ახერხებთ ნიშნის მოგებით ესაუბროთ უკრაინელებს, ან ამ პატარა, ცვედან კაცს ნამუსი მოწმინდოთ განსაკუთრებით გუშინდელის შემდეგ?
დღეს კიდევ უფრო მძიმე დღეა ვიდრე გუშინ იყო, და ყოველი დღე რომელიც ამ კაციჭამიების დაუსჯელად გათენდება წინაზე უფრო უარესი იქნება.
და კიდევ სანამ ყელმოღერებული სრულად მსოფლიოს ლიდერებს გალანძღავთ (დიდ წილად დამსახურებულად) არ დაგავიწყდეთ რომ თბილისის თავზე ვირტუალური წითელი დროშა ფრიალებს[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.