ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ზახაროვა: ბუჩაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის კადრები აშშ-მა შეუკვეთა

ბუჩაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის კადრები შეერთებულმა შტატებმა შეუკვეთა, – The Guardian-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთმა ეს რუსეთისთვის დანაშაულის დასაბრალებლად გააკეთა, რაც ერთიანი შეთქმულების ნაწილია.

„ვინ არიან პროვოკაციის ოსტატები? რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები და ნატო“, – თქვა მარია ზახაროვამ.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ დასავლეთის მყისიერი აჟიოტაჟი დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის სურათების გამო მიუთითებდა, რომ ეს ამბავი რუსეთის რეპუტაციის შელახვის გეგმის ნაწილი იყო.

“ამ მასალების გამოჩენიდან რამდენიმე წუთში კომენტარები გაკეთდა, შესაბამისად ეჭვგარეშეა თუ ვინ შეუკვეთა ეს ყველაფერი”, – აცხადებს ზახაროვა.

როგორც მედია წერს, საგულისხმოა, რომ რუს დიპლომატს საკუთარი სიტყვების დამადასტურებლად მტკიცებულები არ წარმოუდგენია.

ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ ბუჩაში, რომელიც რუს ოკუპანტებს ჰქონდათ ოკუპირებული შემზარავი ფაქტები დაფიქსირდა, როგორიცაა: ადამიანების დახვრეტა, წამება და არაადამიანური მოპყრობა.

საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევს, რომ რუსეთმა ბუჩაში ომის დანაშაულები ჩაიდინა, რომელზეც პასუხი უნდა აგოს.

იტვირთბა....