ახალი ამბები საზოგადოება

“ერთად დავანთოთ სანთლები უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნისთვის” – პარლამენტთან აქცია გაიმართება

“ერთად დავანთოთ სანთლები უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნისთვის” – ამ ლოზუნგით, პარლამენტთან აქცია გაიმართება.

როგორც ცნობილია, აქცია დღეს საღამოს 20:00 საათზე გაიმართება.

“პარლამენტის წინ მდებარე 9 აპრილის მემორიალთან შევიკრიბოთ, რათა პატივი მივაგოთ რუსეთის მიერ უკრაინაში მოწყობილი გენოციდის მსხვერპლებს. დავუფასოთ უკრაინას მსოფლიო თავისუფლებისათვის თავგანწირული ბრძოლა და გაღებული მსხვერპლი”, – წერენ ორგანიზატორები. 

ცნობისთვის, უკრაინამ განაცხადა, რომ კიევის მახლობლად 410 ცხედარი აღმოაჩინეს, აქედან 300 ბუჩაში იყო.

ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ ბუჩაში, რომელიც რუს ოკუპანტებს ჰქონდათ ოკუპირებული შემზარავი ფაქტები დაფიქსირდა, როგორიცაა: ადამიანების დახვრეტა, წამება და არაადამიანური მოპყრობა.

საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევს, რომ რუსეთმა ბუჩაში ომის დანაშაულები ჩაიდინა, რომელზეც პასუხი უნდა აგოს.

 

იტვირთბა....