ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ომის დაწყებიდან უკრაინაში 161 ბავშვი გარდაიცვალა – პროკურატურა

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად 161 ბავშვი დაიღუპა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

“4 აპრილის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 425-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა. ამავდროულად, 161 ბავშვი დაიღუპა და 264 დაშავდა. ეს მონაცემები საბოლოო არ არის”, – ნათქვამია ანგარიშში.

უწყების ცნობით, ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევში – 75, ასევე დონეცკში – 78, ხარკოვში – 59, ჩერნიგოვში – 49, მიკოლაივში – 34, ლუგანსკში – 31, ზაპოროჟიეში – 22, ხერსონში – 29, სუმიში – 16, ჟიტომირში – 15 რეგიონში, დედაქალაქში – 16 .

ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ დაბომბვის შედეგად დაზიანდა 869 სასწავლო დაწესებულება, აქედან 83 მთლიანად განადგურდა.

იტვირთბა....