ახალი ამბები

“გამიკვირდა, როდესაც პესკოვმა ჩემთვის გენერალ-ლეიტენანტის წოდების მინიჭებაზე კომენტარი არ გააკეთა” – კადიროვი

გამიკვირდა, როდესაც პესკოვმა ჩემთვის გენერალ-ლეიტენანტის წოდების მინიჭებაზე კომენტარი არ გააკეთა, – აღნიშნულის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა საკუთარ “ტელეგრამის” არხზე დაწერა.

მისივე თქმით, პესკოვის პრიორიტეტული შკალა რატომღაც გაუაზრებელია.

“არ ვიცოდი, მაგრამ თურმე იმისთვის, რომ გახდე შენი ქვეყნის პატრიოტი, უნდა გააკრიტიკო რუსეთის ქმედებები, წახვიდე საზღვარგარეთ და ხმამაღლა პათეტიკურად ხმაური შექმნა… მერე, როცა პოლიტიკური დაპირისპირება დაწყნარდება დაბრუნდე, თითქოს არაფერი მომხდარა.

სამუშაო სქემაა და შეგიძლიათ გამოიყენოთ. მსგავსი რამ გააკეთა ივან ურგანტმა, რისთვისაც ცოტა ხნის წინ დიმიტრი პესკოვისგან „დიდი პატრიოტის“ წოდება მიიღო.

ასე ადვილია იყო პატრიოტი? თქვენ არ გევალებათ აგურის გროვებსა და ბეტონის კედლებს შორის უნიფორმებით სირბილი და არ იჯდეთ ცივ თხრილში რამდენიმე დღე. როგორც ჩანს, ჩვენ ვერ შევამჩნიეთ, როგორ მოხდა თავად „პატრიოტიზმის“ კონცეფციის გადაფასება.

მე ნამდვილად გამიკვირდა, როდესაც პესკოვმა არ გააკეთა კომენტარი ჩემთვის გენერალ-ლეიტენანტის წოდების მინიჭებაზე, ვითომ იმიტომ, რომ მას ეს ბრძანებულება არ უნახავს. ჩვენ აქ ვართ უსაფრთხოების ყველა ძალებითა და მოხალისეებით, რომლებიც დღედაღამ სპეცოპერაციას ატარებენ. შეიძლებოდა როგორმე უფრო დელიკატურად კომენტარის გაკეთება და არა ეს თქვენი “მე არ მინახავს განკარგულება”.

მეორეს მხრივ, მშიშარა, რომელიც ვითომ შვებულებაში არასტაბილურობის მომენტში გაიქცა და პოლიტიკურ სცენაზე სიმშვიდის მომენტში დაბრუნდა, ნამდვილი პატრიოტია.

უცნაურია – ახლა ვფიქრობ. გმირებს გმირებს ვერ ეძახიან, გენერლებს გენერლებს არ ეძახიან, მშიშარა გაქცეულებს კი პატრიოტებს და დიდებულებსაც კი. პესკოვის პრიორიტეტული შკალა რატომღაც გაუაზრებელია. რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ…”, – წერს რამზან კადიროვი.

ცნობისთვის, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუს წამყვანს, რომელიც ისრაელში გაემგზავრა პატრიოტი უწოდა.

„ჩვენ გვყავს შეშინებულები, როცა ეს ყველაფერი დაიწყო, შეშინდნენ..ზოგი წავიდა და თქვა, რომ შვებულებაში მივდივარო. არიან ისეთებიც, ვინც შეშინდა და ვინც ვერ გაიგო და ისინი არ არიან სახელმწიფოს მტრები“, – განაცხადა პესკოვმა.

იტვირთბა....