სანქციებზე საქართველოსა და მოლდოვის პოზიციამ იმედი გამიცრუა, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი Twitter-ზე წერს.
მისი თქმით, ფიქრობდა, რომ რუსული ოკუპაცია ამ სამ ქვეყანას აერთიანებდა.
“ოდესღაც მიფიქრია, რომ მთავარი, რაც უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას აერთიანებდა არის ის, რომ ჩვენი ქვეყნები ტერიტორიულად რუსეთის მიერ “დაკბენილია”, მაგრამ თბილისისა და კიშინიოვის დღევანდელმა ოფიციალურმა პოზიციამ რუსეთისთვის სანქციების დაწესების ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით, იმედი გამიცრუა”, – აცხადებს სტეფანჩუკი.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

