aviabiletebi
ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

გამოვლინდა ინფიცირების 217 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 5 პაციენტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 061 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 714 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 347 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 217 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 649 222.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.88% ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.24%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 592 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 627 958.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 756 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 217 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 107 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 34, ქვემო ქართლი – 10, შიდა ქართლი – 9, გურია -23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 12, კახეთი – 8, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი -0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 482 საიდანაც, 496 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 256, აჭარაში – 36, იმერეთში – 93. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 122 პირი, მათ შორის, თბილისში – 73, აჭარაში – 16, იმერეთში – 15. 3 986 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

იტვირთბა....