[su_quote]როგორც დაგეგმილი იყო, 8 საათზე გაიხსნა საარჩევნო უბნები დაბრკოლებების გარეშე და თუ არ ჩავთვლით მცირეოდენ ტექნიკურ ხარვეზებს, პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. აქვე მინდა დავამატო და აღვნიშნო, რომ რაც უფრო ახლოვდება ნაცმოძრაობისთვის გარდაუვალი მარცხის გაფორმება, მით უფრო იმატებს მათი მხრიდან პროვოკაციების მცდელობა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროვოკაციები იქნას აღკვეთილი. ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს მინდა ვთხოვო, რომ არ ავყვეთ ამ პროვოკაციებს, დესტრუქციას, მაქსიმალურად მშვიდ გარემოში დავუჭიროთ მხარი ჩვენს ძალიან ღირსეულ კანდიდატს[/su_quote]
განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. ბათუმში საკრებულოს ახალი წევრი უნდა აირჩიონ.