დღეს ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.
ბათუმში საკრებულოს ახალი წევრი უნდა აირჩიონ. რუსთავში კი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ.
ბათუმში საკრებულოს ახალი წევრის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.
რუსთავში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ, რადგან პარლამენტის წევრი “ართული ოცნებიდან” ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერი გახდა.