თბილისში, სამგორის რაიონში, ბანკის დაყაჩაღების ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თვითმხილველების თქმით, “საქართველოს ბანკი” სამმა პირმა დააყაჩაღა. მათივე თქმით, ისმოდა სროლის ხმაც.
თავდამსხმელებმა მიმალვა ავტომობილით მოახერხეს.
საქართველოს ბანკი დაახლოებით 2 საათის წინ დააყაჩაღეს.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.