ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინის გენშტაბი: კიევისა და ჩერნიგოვის რაიონებში გათავისუფელბულია 28 დასახლება

უკრაინის გენერალური შტაბი ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, შეიარაღებულმა ძალებმა კიევისა და ჩერნიგოვის რაიონებში 28 დასახლება გაათავისუფლეს რუსი ოკუპანტებისგან.

“დამპყრობლებისგან გათავისუფლებულია 13 სოფელი და ქალაქი. ჯამში, 28 დასახლება, რაც რუსეთის მიერ ქვეყენაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, რეკორდული შედეგია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

არსებული ცნობით, გათავისუფლებულ დასახლებებს შორის არის შევჩენკოვი, ძველი ბასანი, ახალი ბასანი, ლიპოვკა, დემიდოვი და სხვა. გენშტაბში ასევე აცხადებენ, რომ უკრაინელ სამხედროებს წარმატებები აქვთ სევერსკის მიმართულებითაც.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.

 

იტვირთბა....