ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ISIS-ის მუქარები არ მაშინებს”

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ საფრანგეთი გააგრძელებს იმ ღირებულებების დაცვას, რასაც ქვეყანა ეფუძნება. „საფრანგეთს ISIS-ის მუქარები ვერ შეაშინებს“ – ამბობს ოლანდი ტერორისტების საპასუხოდ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტების სავარაუდო შემსრულებლები, რამდენიმე მძევალს კლავენ.

სავარაუდოდ, ვიდეო პარიზის მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე იყო გადაღებული. ვიდეოჩანაწერში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონისა და პარლამენტის სპიკერ ჯონ ბერკოუს ფოტოები ფიგურირებს, რომლებზეც იარაღია მიშვერილი.

ვიდეოში ტერორისტები აცხადებენ, რომ მტრები “ჩვენი ხმლების სამიზნე გახდება”.

 

 

 

 

იტვირთბა....