ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თავდაცვის მინისტრი: “ბიჭები მშვიდობით დაბრუნდნენ!” (ვიდეო)

როგორც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, „ალფა“ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა: „III ქვეითი ბრიგადის 130 სამხედრო მოსამსახურე უკვე სამშობლოშია. 32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთიდან დღეს საღამოს დაბრუნდნენ. სამხედრო მოსამსახურებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, ანა დოლიძემ და დავით ებრალიძემ მიულოცეს“ – ნათქვამია განცხადებაში.

„მშვიდობიანად ჩამოგვივიდა მესამე ბრიგადის ასეული. დიდი მადლობა გადავუხადეთ სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის სამსახურისთვის. მთავარი არის, რომ ყველა მათგანი ჯანმრთელი ჩამოვიდა”, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ.

აეროპორტში ქართველ სამხედროებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკა აგლაძე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებიც დახვდნენ.

„მაზარ-ი-შარიფიდან დაგვიბრუნდა მესამე ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეული, რომელიც ასრულებდა სწრაფი რეაგირების ჯგუფის ამოცანებს გერმანული კონტინგენტის შემადგენლობაში. 130 სამხედრო მოსამსახურე მშვიდობით დაგვიბრუნდა“, – განაცხადა პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ.

ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა მარმალზე გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში 7 თვის განმავლობაში ასრულებდნენ სამშვიდობო მისიას. III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული იმავე დანაყოფის „ბრავო“ ასეულმა ჩაანაცვლა.

 

იტვირთბა....