„დღეს ყველა ობიექტური მონაცემი აიძულებს ივანიშვილს, რომ საერთო ენა გამონახოს არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, ნინო ბურჯანაძესთან, ირმა ინაშვილთან. თუმცა, არსებული მოცემულობით ეს გამორიცხულია. დღეს „რესპუბლიკური პარტია“ არის კოალიციის მმართველი ძალა, მისი რეალური ლიდერი კი თინა ხიდაშელია.
თინა ხიდაშელი თვლის, რომ საქართველოს მარგარეტ ტეტჩერია, ნომერ პირველი ქალი პოლიტიკოსი. ამიტომ ის მეორე ძლიერ ქალ პოლიტიკოსს ვერ აიტანს. ვერ აიტანს ვერც ბურჯანაძეს და ვერც ინაშვილს. ხიდაშელი ნებისმიერი მამაკაცი პოლიტიკოსისგან აიტანს კონკურენციას, მაგრამ არა ქალი პოლიტიკოსისგან“ - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში.