ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

უკრაინელი ლტოლვილების 93% ომის შემდეგ უკან დაბრუნებას აპირებს – კვლევა

სოციოლოგიურმა ჯგუფმა Рейтинг კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანიც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად ქვეყნიდან იძულებით გასული მოსახლეობის განწყობების შესწავლა იყო. სოციოლოგების მიერ მიღებული მონაცემების მიხედვით, ლტოლვილების 93 პროცენტი ომის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს.

“როდესაც შენი გადაადგილება იძულებითია, იქ დარჩენის არც ისე დიდი სურვილი გიჩნდება. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება შეიცვალოს, თუ ომი დროში გაიწელება”, – ამბობს ფსიქოლოგიური მეცნიერებების პროფესორი მარინა კვლევაზე დაყრდნობით.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაწყო, უკრაინის საზღვრები ოთხმა მილიონმა დევნილმა დატოვა, მათგან ნახევარი, ბავშვია.

იტვირთბა....