aviabiletebi
ახალი ამბები კორონავირუსი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 553 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 9 პაციენტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 461 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 232 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 229 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 553 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 647 796.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.65% ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.89%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 021 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 623 453.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 739 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 553 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 233 შემთხვევა, აჭარა – 20, იმერეთი – 84, ქვემო ქართლი – 16, შიდა ქართლი – 40, გურია – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 48, კახეთი – 46, მცხეთა-მთიანეთი -14, სამცხე-ჯავახეთი -7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 7 578 საიდანაც, 555 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 310, აჭარაში – 42, იმერეთში – 98. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 140 პირი, მათ შორის, თბილისში – 81, აჭარაში – 20, იმერეთში – 20. 7 023 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

იტვირთბა....