ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე იოანე რუსეთ-უკრაინის ომს ცოლ-ქმარს შორის უთანხმოებას ადარებს

“ვთქვათ, ცოლ-ქმარს შორის რაღაც მოხდა და ახლა რა ქნას იქ… რძალ-დედამთილის პრობლემაა, სიძე-სიმამრის პრობლემაა, შესაძლებელია შერიგება?”, – ამის შესახებ მეუფე იოანებ ტელეკომპანია “რიონის ეთერში განაცხადა”.

მისი თქმით, ამ დროს, “ბავშვი დედისკენ არის, მაგრამ მაგრამ მამის გარეშეც არ უნდა იყოს”.

“ვთქვათ, ოჯახი ინგრევა ცოლ-ქმარს შორის რაღაც მოხდა და ახლა რა ქნას იქ… რძალ-დედამთილის პრობლემაა, სიძე-სიმამრის პრობლემაა, შესაძლებელია შერიგება? თუ შესაძლებელია ოჯახი გადარჩეს, ჩვენ გვავიწყდება, რომ ოჯახში ბავშვები არიან, ბავშვების გული სკდება ამით, რომ იქ დედ-მამა ერთმანეთთან ასე არიან, იქ ბებია-ბაბუა ერთი მხრიდან, ბებია-ბაბუა მეორე მხრიდან ერთმანეთთან ასე არიან, ცუდად იხსენებენ, ლანძღავენ და ბავშვი დაბნეულია, ვის მხარეს დადგეს, არ იცის, კი, დედა უყვარს, დედისკენ არის, მაგრამ მამის გარეშეც არ უნდა იყოს და გული იხლიჩება ბავშვების, ასეა აქაც, მშვიდობიანი მოსახლეობა შეიძლება არ იყოს არავის მიმართ ცუდად განწყობილი, გული გახეთქილი აქვთ, ათასობით, მილიონობით ლტოლვილი გარბის თავისი ქვეყნიდან”, – ციტირებს მეუფე იოანეს სიტყვებს “ინფო იმერეთი”.

მეუფე იოანემ ტელეკომპანია “რიონის” ეთერში ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ცეცხლზე ნავთის დასხმას ნიშნავს.

იტვირთბა....