ქუთაისში 2007 წლის 12 თებერვალს მკვლელობა მოხდა. ბუხაიძის ქუჩაზე, 30 წლის გიორგი გიორგაძე საკუთარ მანქანაში მოკლული იპოვეს. როგორც გიორგი გიორგაძის დედა, ნათელა გიორგაძე ამბობს, მის შვილს ერთადერთი ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი, იარაღი კი ადგილზე დატოვეს.
მისივე თქმით, მკველობა შეკვეთილი იყო და იგი მკვლელობის შემკვეთებსაც ასახელებს. ნათელა გიორგაძე საქმის გამოძიებას საქართველოს მთავარ პროკურატურას თხოვს
– ქალბატონო ნათელა, გვიამბეთ, რა მოხდა 2007 წლის 12 თებერვალს?
– 2007 წლის 12 თებერვალს დილით ჩემი შვილი საკუთარ მანქანაში მოკლული იპოვეს. ის უდანაშაულო იყო, რომელიც ნარკოდილერების გამოაშკარავებას შეეწირა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნას გავეცანი, ექსპერტები შეკვეთილ მკველობას ადასტურებენ. ჩემს შვილს საკონტროლო გასროლით თავში მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რომელსაც გრუშიტელი ჰქონდა.
– მაინც რა მოხდა იმ ღამეს, რატომ მოკლეს გივი?
– გივი იყო ისეთი პიროვნება, რომელსაც ყველა იცნობდა, ჰყავდა ძალიან კარგი სამეგობრო წრე. ის შეეწირა ნარკოდილერებთან ბრძოლას, რომელიც ცოლის სანათესაო იყო. ჩემი შვილის მკვლელობა მოხდა, ნარკოდილერ, ნუგზარ ბოჭორიშვილის და გივის სიმამრის, თემურ გავაშევაშვილის დაკვეთით, ვინაიდან ჩემმა შვილმა მათი ბინძური საქმე გაიგო. ნუგზარ ბოჭორიშვილი არის ცნობილი ნარკოდილერი, მის ოჯახში პოლიციამ 90 კილოგრამი კოკაინი და მილიონობით ფული იპოვა. ბოჭორიშვილი იყო ჩემი შვილის სიდედრის დეიდაშვილი. ოჯახები არიან ძალიან ახლოს და თემურ გავაშელაშვილი რა თქმა უნდა ბოჭორიშვილის მარჯვენა ხელი იყო. ასევე, ნარკო ბიზნესში მონაწილეობდა ჩემი შვილის სიდედრის დისშვილი, ბოჭორიშვილის დის ქმარი, მევლუდ სვანაძე და ერთადერთი ქალი, ანასტასია ზაუტაშვილი, იგი ნუგზარ ბოჭორიშვილის მეგობარი ქალბატონი იყო.
ჩემს შვილსა და რძალს შორის მოხდა კონფლიქტი, გივი ისეთ ზომაზე მივიდა, დაკარგა კონტროლი და ცოლს ხელით შეეხო. ჩემი რძალი მის სახლში ნაცემი, რომ მივიდა, მამამისი გადაირია. ამის მერე დაეძაბათ ურთიერთობა და ჩემს შვილს სულ ემუქრებოდნენ. თემურ გავაშელაშვილი ყოფილი მხედრიონელია, სახლში უამრავი იარაღი ჰქონდა. გივის მეგობრებს ეუბნებოდა, როგორც კი მისი სიძე ეზოში შევა მოკლავს და ის გახდებოდა მისი შვილიშვილის მამის მკვლელი. ეს არ არის უბრალო დამთხვევა, მითუმეტეს ჩემს შვილს სახლში დაბარებული ჰქონდა, თუ რამე შემემთხვა, პასუხი ჩემს სიმამრს, თემურს მოთხოვეთო. ის სიკვდილს არ ელოდა, დაჭერაზე ფიქრობდა, რადგან თემურ გავეშალაშვილი ყოვლის შემძლე იყო. განსაკუთრებით “ნაციონალების” მმართველობის დროს, აბსოლუტურად ყველა სტრუქტურა მის ხელში იყო. ის სულ ტრაბახობდა, მე ქუთაისში გავლენა მაქვს, ვერავინ შემეხება. ამასთან, მას ბოჭორიშვილისგან ჰქონდა თანადგომა. ზუსტად იმ დროს, როცა ცოლ-ქმარს ურთიერთობა დაეძაბათ, გივიმ მაშინ გაიგო, რომ ბოჭორიშვილი ნარკოდილერი იყო, რომელიც ამერიკიდან, კოლუმბიიდან ნარკოტიკების ტრანზიტს ახორციელებდა. მას საქართველოში ტონობით ნარკოტიკი შემოჰქონდა.
– კი მაგრამ, ამ ადამიანებით სამართალდამცავები არ ინტერესდებოდნენ?
– მე იმას ვერავინ დამაჯერებს, რომ მათ არავინ მფარველობდა. რა თქმა უნდა ბოჭორიშვილის ბანდას მთავრობა იცავდა და საქართველოში შემოჰქონდა ნარკოტიკები. გივის სიმამრს მანქანით თურქეთში დიდი ოდენობის ნარკოტიკი გადაჰქონდა, ის მოგვიანებით საზღვარზე დააკავეს. ისინი საქართველოს გავლით ნარკოტიკებს თურქეთში ჰყიდდნენ. ამ ყველაფერს კი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი “კალაშოვი” კურირებდა. გივი მაფიას დაეტაკა. ზუსტად ასე შეუთვალა მისმა სიმამრმა– დედას გიტირებ, შენ რა კაცი ყოფილხარო! ნუგზარ ბოჭორიშვილმა და თემურ გავეშალაშვილმა გადაწყვიტეს გივის მოცილება და შეუკვეთეს მკვლელობა.
– ამ საქმეში კიდევ სხვა პიროვნება არის გარეული?
– ვანის მუნიპალიტეტის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, ბეჟან ხურციძე. ის არის სიდედრის ნათესავი და თემურ გავაშელიშვილის ახლო მეგობარი, რომელიც გავეშალაშვილმა ჩემს შვილს მიუგზავნა. ხურციძე გივის შეხვდა და რაღაც საკითხზე ესაუბრა. მე მოვითხოვე ხურციძის დაკითხვა, რატომ მიუგზავნეს ჩემს შვილს, მე არ ვიცი იქ რაზე იყო საუბარი. მე ძალიან დიდი ეჭვი გამიჩნდა, რატომ მიუგზავნა თემურ გავეშალაშვილმა გივის ბეჟან ხურციძე? ერთხელ გივიმ მითხრა, შობა ღამეს ტაძარში ვიყავი, როდესაც ბეჟან ხურციძემ ტელეფონით დამირეკა, ბარში შეხვედრა მთხოვა. მეც წავედი, ვისაუბრეთ. მაგრამ თუ რაზე ისაუბარეს, გივიმ არ მითხრა. ბეჟან ხურციძე–გივის 2007 წლის 6 იანვარს შეხვდა, მერე გივი მალე მოკლეს, ამა წლის 12 თებერვალს. ზუსტად ისე მოხდა, როგორც მისი სიმამრი ამბობდა, შუბლს გაგიხვრეტო. გივი შუბლგახვრეტილი თავის მანქანაში იპოვეს. ექსპერტი ადასტურებს, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა. მეც ხმამაღლა ვამბობ, ჩემი შვილის მკვლელობის დამკვეთები არის ნუგზარ ბოჭორიშვილი და თემურ გავაშელაშვილი.
– გამოძიება როდის დაიწყო და ამჯერად რა ეტაპზეა?
– გამოძიება 2007 წლის 12 თებერვალს დაიწყო, როცა გივი გარდაცვლილი ნახეს. 2007 წლის 18 თებერვალს დავასაფლავეთ, მე მოვიკრიბე ძალა და 19 თებერვალს პოლიციაში მივედი. დავპირდი გივის, სანამ ვიცოცხლებ ამ საქმეს თავს არ დავანებებ. სიმართლე გითხრათ, არ მაქვს გამოძიების იმედი, მაგრამ პირობას შევასრულებ, თავს არ დავანებებ და ბოლომდე ვიბრძოლებ გივის მკვლელების დასასჯელად. მივედი პროკურატურაში, გამოძიებასთან ვითანამშრომლე. საქმეს იძიებდა ფილიპე ადეიშვილი, დედექტივების ჯგუფის უფროსი, სერგო ადეიშვილი და სამმართველოს ყოფილი უფროსი მამუკა დათიაშვილი, პროკურორი დავით სიმონია და ყოფილი ოლქის პროკურორი მიხეილ ჩოგოვაძე. მე–9 წელია ვერაფერს მიაკვლიეს. მეუბნებიან, მტკიცებულები არ გვაქვს და საქმეს ვერ ვხსნითო.
– როგორც ვიცით, შეკვეთილი მკვლელობის ერთ–ერთი მთავარი ორგანიზატორი, ნუგზარ ბოჭორიშვილი წლების წინ ესპანეთში წავიდა და დღემდე იქ იმყოფება.
– რაც შეეხება ნუგზარ ბოჭორიშვილს, ის საზღვარგარეთ გაიქცა, სადაც იმალება. მისი თანაშემწე, გიორგი ჩეჩელაშვილი ნარკოტიკების საქმეზე დააკავეს. როცა ეს საქმე გამოაშკარავდა, ბოჭორიშვილი მათვარობამ საზღვარზე გადააპარა. გამოძიებას ვუთხარი, რომ ბოჭორიშვილი ჩამოეყვანათ და დაეკითხათ, მაგრამ მიზანშეწონილად არ ჩათვალეს. მას წინახელისუფლების დროს ძალიან დიდი მფარველები ჰყავდა, და ახლაც მფარველობენ. მაშინ ყოფილი პრემიერ–მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ნარკო ბიზნესში ჩართული იყო. ასევე, მანანა კობახიძე და ეკა ბესელია ამ მაფიის პირადი ადვოკატები გახლდათ. ყოფილი კუდის უფროსი, სოსო თოფურიძე არის ბოჭორიშვილის ბიძაშვილის ქმარი, მთელი სამინისტრო, პარლამენტი, მთავრობა ბოჭორიშვილის ირგვლივ ტრიალებდა.
გამოძიება საქმეს ხელს არ კიდებს, რა თქმა უნდა ამის გამოძიება არავის აწყობს, ამ სქმეში იყო ჩართული სააკაშვილის მთავრობა, სამინისტროები, პროკურატურა. მე ვითხოვ იმას, რომ 7 წელიწადია ძაღლივით ვყეფავარ, ბოჭორიშვილს და გავეშავაშვილს ვინ ჰყავს ასეთი მაღალჩინოსნები, დღესაც საქმეს, რომ არ იძიებენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, პროკურატურა არ მუშაობს, ხელს აფარებენ ჩემი შვილის მკვლელებს. გივის მკვლელობის საქმე გახნილია, ოღონ გამოაშკარაონ და დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც დასასჯელია.
წყარო: kutaisitoday.com