„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა რუსეთის ენერგორესურსების საფასურის რუბლით გადახდაზე უარი განაცხადეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
აშშ, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა არ გადაიხდიან რუსულ გაზის გადასახადს რუბლებში, როგორც ამას რუსეთი ითხოვს.
მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის ენერგეტიკის მინისტრმა რობერტ გაბეკმა G7 ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებთან კონფერენციის შემდეგ გამოაცხადა.
„დიდი შვიდეულის ყველა მინისტრი შეთანხმდა, რომ ეს არის არსებული კონტრაქტების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა… კონტრაქტები ძალაშია და კომპანიებმა უნდა პატივი სცენ მათ… რუბლით გადახდა მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ დაინტერესებულ კომპანიებს არ შეასრულონ პუტინის მოთხოვნები”, – განაცხადა მან.
გაბეკის თქმით, ეს მოთხოვნა ყველაზე ინდუსტრიული ქვეყნების გაყოფის კიდევ ერთი მცდელობაა.
„ჩვენი გაყოფის მცდელობა აშკარაა, მაგრამ როგორც ხედავთ ამ დიდი ერთიანობისა და მონდომების მიხედვით, ეს არ მოხდება“, – ამბობს მინისტრი.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ “არამეგობრული ქვეყნები” რუსულ ბუნებრივ აირს რუბლში შეიძენენ.