ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

პესკოვი: ევროკავშირი გაზს რუბლში თუ არ შეიძენს, უფასოდ არ მივაწვდით

ევროკავშირი გაზს რუბლში თუ არ შეიძენს, უფასოდ არ მივაწვდით, – მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კითხვაზე, რა ზომებს მიიღებდა რუსეთი, თუ ევროპა უარს იტყოდა გაზის რუბლით გადახდაზე, პესკოვმა უპასუხა: „ჩვენ მოვაგვარებთ საკითხებს, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება“.

შესაძლებელია თუ არა ასეთ ვითარებაში გაზის მიწოდებაზე უარის თქმა – პესკოვმა უპასუხა: “ის, რომ ჩვენ გაზს უფასოდ არ მივაწოდებთ, ცალსახაა. ამის თქმა შეიძლება აბსოლუტური დარწმუნებით”.

„ჩვენს ვითარებაში ძნელად შესაძლებელი ან მიზანშეწონილია ევროპულ ქველმოქმედებაში მონაწილეობა“, – თქვა მან.

როგორც პესკოვი აღნიშნავს, გაზის მიწოდება არ არის რაიმე ნივთის მაღაზიაში შეძენა და ეს ყველაფერი მთელ რიგ პროცესებთანაა დაკავშირებული.

“ეს არის დროთა განმავლობაში გაწელილი პროცესი. ახლა ყველა მოდელები მუშავდება დეპარტამენტებს შორის, ასევე “გაზპრომთან” და შემდეგ დადგინდება მკაფიო ვადები”, – თქვა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ “არამეგობრული ქვეყნები” რუსულ ბუნებრივ აირს რუბლში შეიძენენ.

იტვირთბა....