ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“სიკვდილი – მათი პროფესიაა” – ჰეზბოლა უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად 800 მებრძოლს გზავნის

ლიბანური ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლა უკრაინაში რუსეთის მხარეს საბრძოლველად 800 მებრძოლს გზავნის, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ნოვაია გაზეტა” ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, ჰეზბოლას თითოეულ მებრძოლს ომში მონაწილეობის სანაცვლოდ 1 500 დოლარს გადაუხდიან.

ასევე ცნობილი ხდება, რომ 800 მებრძოლიდან 200 ბელორუსის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე 29 მარტს უნდა ჩავიდეს.

“რუსები ჰეზბოლას მებრძოლებს ყველაზე გამოცდილი ბატალიონებიდან – ალ-აბასიდან და ალ-რადვანიდან იწვევენ. ტერორისტულმა დაჯგუფებამ რეკრუტირების ცენტრები რამდენიმე ქალაქში გახსნა”, – წერს მედია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....