დავით უსუფაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპა-უკრაინის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაშიც მიიღო მონაწილეობა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პრესპექტივებსა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.
დავით უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს და უკრაინას არსებულ პრობლემებთან გასამკლავებლად ერთმანეთის გვერდში დგომა სჭირდება:
„სანქციების თემას რაც შეეხება, მახსოვს საქართველოში რა მოხდა 2008 წელს და მახსოვს ის დაპირებებიც, რაც მსოფლიოს ჰქონდა. თუმცა, ასევე მახსოვს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან 15 კილომეტრში ჩატარდა.
სამწუხაროდ, მაშინ მსოფლიო ლიდერებს, თითქმის აღარ ახსოვდათ, რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში. მიმაჩნია, რომ აგრესორის და ოკუპანტის წახალისება არ უნდა მოხდეს,“- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.