მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი კონკრეტულად რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი ყოველთვის აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება ეს, – ამის შესახებ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შესახებ შეკითხვას უპასუხა.
მაჭავარიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების და განმტკიცების, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვის, ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების მთავარი გარანტია.
„ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ალიევს შეხვედრები ჰქონდა ჩვენს პრეზიდენტთან, ჩვენს პრემიერ-მინისტრთან და ბიძინა ივანიშვილთან. ყველასთან ცალ-ცალკე გაიარა ის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის. მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი კონკრეტულად რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება. მისი პასუხისმგებლობა და როლი ყოველთვის აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება ეს.
რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობას და როლს, ეს პასუხისმგებლობა და როლი ყოველთვის უფრო განსხვავებულ ხარისხშია, ვიდრე რომელიმე კონკრეტულ პოზიციას შეესაბამება. მნიშვნელობა არა აქვს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იქნებოდა შემოსული, შემოვიდა და კონკრეტულ თანამდებობას იკავებდა თუ არა. ხვალ რომ პოლიტიკიდან გავიდეს, მაინც მისი როლი და მისი პასუხისმგებლობა არის სხვა ხარისხში. ეს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების და განმტკიცების, ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვის, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების მთავარი გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი, თუ პერსონებამდე დავალთ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

