აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და მეგობრული ურთიერთობები” – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

„შევხვდი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერმეკ კოშერბაევს. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და მეგობრული ურთიერთობები და ჩვენი მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის“, –  აღნიშნავს კობახიძე.

იტვირთბა....