რუსეთში „ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა და აიკრძალა.
„გროზნოს შეიხ-მანსურის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც „ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის“ ორგანიზაცია და მისი 29 ფილიალი ევროპის 14 ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციებად ცნო და მათი საქმიანობა რუსეთში აკრძალა“, – ნათქვამია ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
რუსული მედიის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყებიდან უკრაინელი ჯარისკაცების გვერდით იბრძვიან „ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის“ წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში დივერსიულ და ტერორისტულ თავდასხმებში, ასევე რუსი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში.
„ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკა“ 1991 წელს ჩეჩნეთში დაარსდა. 2007 წლის ნოემბრიდან მას ახმედ ზაკაევი ხელმძღვანელობს, რომელიც, რუსული მედიის მტკიცებით, საერთაშორისო ძებნილთა სიაშია. აჰმედ ზაკაევი, სავარაუდოდ, დიდ ბრიტანეთში იმყოფება.

