სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, დიდთოვლობის შედეგად რაჭაში სოფლები მოწყვეტილია გარე სამყაროს და ადგილობრივი მცხოვრებლები შველას ითხოვენ.
“სოფლებში 2 მეტრს ასცდაო, რაიონულ ცენტრებში და ძირითად მაგისტრალები გაწმინდეს შესაბამისმა სამსახურებმა, მიტოვებულ სოფლებსა და ას წელს მიტანებულ თითო-ოროლა მოხუცებს, ძაან უჭირთ. შვილებმა და შვილიშვილებმაც მიატოვეს, ვისაც ყავს და ვისაც არყავს, დახმარების მოლოდინში არიან …….. ამბობენ რამდენიმე დღე გაგრძელდება თოვაო და მერე ნადვილად კატასტროფა იქნება ამ მოხუცებისთვის…
რაჭაში დიდთოვლობაა, ხალხი შველას ითხოვს. არ არის გზა, მთის სოფლები მოწყვეტილია გარე სამყაროს…ტელევიზიები სერიალებს რომ აჩვენებთ ადით და გადაიღეთ რა მდგომარეობაა… მიაწვდინეთ ხმა და მიხედონ ხალხს ვისაც ევალება”, – წერენ ერთ-ერთ გვერდზე.
რაჭის პრობლემებს ასევე ეხმაურება ფოლკლორისტი თორნიკე სხიერელი. მისი თქმით, რეგიონში, მოხუცები გზის, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილნი.
“დილიდან ვრეკავ რაჭის სოფლებში: საშინელი მდგომარეობა, წელამდე თოვლში არიან მოხუცები… უშუქობაში, უგზოობაში, უწყლოობაში. ღებში, გლოლაში, ჭიორაში, შქმერში მრავალძალში, 2 მეტრზე დიდი თოვლია მოსული. ჩემს სოფელში მარტოხელა ქალმა მითხრა მითხრა სამი დღეა წყალი არ დამილევიაო. გაუკაცრებულ რაჭას დახმარება სჭირდება.“-წერს თორნიკე სხირელი.