ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

დანილოვი საქართველოზე: რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა უკრაინას დაეხმარება

რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა უკრაინას დაეხმარება, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთიანი ყარაბაღის მსგავსად თუ საქართველოც თავისი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ეცდება და რუსეთთან ომს დაიწყებს, ეს უკრაინას თავდაცვაში ძალიან დაეხმარება.

“მას შემდეგ, რაც მთიანმა ყარაბაღმა თავის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა შემოიღო, შემიძლია ვთქვა, რომ იქ მართლაც ხდება მოვლენები. “ბაირაქთარები” არა მხოლოდ ჩვენს ტერიტორიაზე ანადგურებენ ორკებს, არამედ მთიან ყარაბაღშიც მუშაობენ. სომხეთი კი დახმარებისთვის რუსეთის ფედერაციას მიმართავს, მაგრამ მათ იქიდან ჯარები გაიყვანეს და გასულ კვირას ჩვენს ქვეყანაში გაგზავნეს. ჩვენ თვალყურს ვადევნებდით ამ კოლონებს, რომლებიც მოძრაობენ და გვესმის, რომ დახმარება, რომელიც რუსეთის ფედერაციამ მთიან ყარაბაღს და სომხეთს დაჰპირდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქ გამოჩნდეს“, – განმარტა დანილოვმა.

დანილოვმა ასევე აღნიშნა, რომ „საქართველო, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სწორად იქცევა“.

 “როგორ დასრულდება ეს ვითარება, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ თუ რუსეთის ფედერაციისთვის გაიხსნება მეორე ფრონტი, რომელიც მან ხელოვნურად შექმნა თავისი ქმედებებით მოკლე ისტორიაში, ისინი ძალიან დაგვეხმარებიან”, – ხაზგასმით აღნიშნა დანილოვმა. 

როგორც დანილოვი აღნიშნავს, რუსებს ასეთ ვითარებაში სხვა პრობლემები გამოუჩნდებათ და უკრაინელი ხალხის მკვლელობით ვეღარ დაკავდებიან.

იტვირთბა....