ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეზინფორმაცია ჩვილთა ნათლობასთან დაკავშირებით

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია თითქოს სტრასბურგის სასამართლომ ევროპაში ჩვილთა ნათლობის აკრძალვა დააკანონა. სამწუხაროდ, იტალიური საიტების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის მსხვერპლი აღმოჩნდა “მეტრონომიც”, რის გამოც რედაქცია ბოდიშს უხდის მკითხველს.

ცხადია, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

ჩვენი საღვთისმეტყველო ცენტრის ერთ-ერთი წევრი –დეკანოზი თამაზ ლომიძე, რომელიც მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. ეკლესიაში მსახურებს, საკუთარ Facebook გვერდზე აცხადებს:

“დღეს მორიგი ტყუილი გავრცელდა, თითქოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით 2016 წლიდან ევროპაში ჩვილების ნათლობა იკრძალება. ვერცერთ სერიოზულ ევროპულ მედია-გამოცემაში, ვერც ვატიკანის და ვერც თვით სტრასბურგის სასამართლოს გვერდებზე ვერ იპოვით მსგავს ინფორმაციას.

ჩვენ შევეცადეთ დაგვეზუსტებინა თუ საიდან იღებს სათავეს ეს დეზინფორმაცია.

როგორც გაირკვა, ჭორი ერთ-ერთ იტალიურ წყვილის კონფლიქტის გამო აღმოცენებულა, სადაც დედა მისი შვილის ნათლობას აპროტესტებდა. მიუხედავად დედის წინააღმდეგობისა, მამამ შვილი მაინც მოანათლინა. დედამ სარჩელით ჯერ იტალიის სასამართლოს, ხოლო უარის შემდგომ ECHR – ს მიმართა (European Court Of Human Rights). იტალიის ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემა დაუკავშირდა სასამართლოს და ოფიციალური ინფორმაცია გამოითხოვა. ECHR კატეგორიულად გამორიცხავს ჩვილთა ნათლობის აკრძალვის დაკანონებას. აღნიშნული საქმე კი ჯერაც გამოძიების მოლოდინშია.

არსებულ დეზინფორმაციას დიაკონი ანდრეი კურაევიც ეხმიანება. ის აღნიშნავს, რომ იტალიური ინტერნეტ გვერდების მიერ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება პირველი შემთხვევა არ არის.

 

 

იტვირთბა....