უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი კიდევ ერთი ლიკვიდირებული რუსი გენერლის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 24 მარტს, ჩერნობაევკაში გენერალ-ლეიტენანტი იაკოვ პიაზანცევი გაანადგურეს.
“უკვე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენმა მებრძოლებმა რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე გაერთიანებული არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იაკოვ პიაზანცევი გაანადგურეს ჩერნობაევკას აეროდრომზე”, – განაცხადა არესტოვიჩმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მანამდე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერქვსი ლიკვიდირებული გენერლის სია გაასაჯაროვეს.